მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?

გერმანული ტანკი „ლეოპარდ 2“

გერმანიის მთავარი საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ 2“, რომელიც კომპანია Rheinmetall-ის მიერ არის წარმოებული, ევროპაში ყველაზე პოპულარული ტანკია. 

👉 გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel 

გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ 10-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა, რომელთაგან ზოგიერთი, პოლონეთი და ფინეთი, მზად არიან, რომ ისინი უკრაინაში ახლავე გაგზავნონ, თუმცა ამ ყველაფრის განხორციელებას ხელს ერთი რამ უშლის:

გერმანიის საექსპორტო რეგულაციების თანახმად, ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ მის ტანკებს, მესამე სახელმწიფოსთვის ტანკების გადაცემისთვის გერმანიის მთავრობის რეექსპორტის ლიცენზია ესაჭიროებათ. 

მსგავსი რეგულაციები შეერთებულ შტატებსაც აქვს, რათა არასასურველ ქვეყნებში თავისი ტანკების რეექსპორტი აღკვეთოს. 

უკრაინელებს სასწრაფოდ სჭირდებათ მინიმუმ 300 თანამედროვე დასავლური ტანკი, რათა რუსეთის საგაზაფხულო შეტევა მოიგერიონ და კონტრშეტევა წამოიწყონ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მანამდე განაცხადა, რომ გერმანიის მიერ უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ის ტანკების გაგზავნამდე აშშ-მა კიევისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გადაცემას მწვანე შუქი უნდა აუნთოს. 

გერმანიაზე დასავლეთისგან ზეწოლა ბოლო დღეების განმავლობაში გაძლიერდა. ტანკების გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას შოლცი დღეს პარლამენტის წინაშე გამოაცხადებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა T-14 „არმატა“ ტანკები მოამზადეს ომისთვის, მაგრამ არ ჩქარობენ გამოყენებას, რადგან მათ საბრძოლო შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო - ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია

👉 საჰაერო განგაში მთელს უკრაინაში - რუსებმა ბელორუსიაში მოიერიშე თვითმფრინავები გაუშვეს

👉 ძალიან დავარდნილი აქვს ჰემოგლობინი და რკინა, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 ბოლო დღეებში მესამე ეპიზოდი ჰქონდა გონების კარგვის, ასეთი ადამიანი პალატაში გყავდეს წარმოუდგენელია, უნდა იყოს რეანიმაციაში - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე