მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამერიკა უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარებაში დასავლეთი ერთიანი იქნება. 

„აშშ და ევროპა არიან სრულიად ერთიანები. მე დღეს მქონდა ძალიან გრძელი საუბარი გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებთან, რათა გავაგრძელოთ კოორდინაცია. როგორც ხედავთ, რუსეთი ელოდება, რომ ჩვენ დავიშლებით, ერთმანეთთან ჩხუბს დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთიანები.

უკრაინა ახლა ამზადებს კონტრშეტევას. იმისთვის, რომ მან თავისი მიწის გათავისუფლება შეძლოს, საჭიროა ტანკები და მძიმე ტექნიკა. აშშ-მა რამდენიმე ჯავშანტექნიკა უკვე გადასცა უკრაინას და დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ აშშ 31 „Abrams-ის“ ტანკს გააგზავნის უკრაინაში. „Abrams“ არის ძალიან თანამედროვე სამხედრო მანქანა, ამ ტანკების მიტანა საბრძოლო ველზე მოითხოვს დროს და ჩვენ ამ დროს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ ეს ტანკები უკრაინას იდეალურ მდგომარეობაში მივაწოდოთ“, - აღნიშნა ბაიდენმა. 

ბაიდენის განცხადება, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც უკრაინას 14 „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკის მიწოდება აღუთქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

👉 რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან სვატოვოსკენ მიმავალ გზაზე, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ წინსვლას ბახმუტში - საბრძოლო რუკები

👉 დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN