მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს უკრაინიდან ჯარების გაყვანა სურს, კრემლში შეუქცევადი პროცესები დაიწყო - ჟდანოვი

რუსი სამხედროები

რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს უკრაინიდან ჯარების გაყვანა სურს. ზოგიერთ ჯარისკაცს ესმის წარუმატებლობის გარდაუვალობა და ღიად ამბობს, რომ ომი წაგებულია. ამის გამო კრემლში განხეთქილება მწიფდება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა და სარეზერვო პოლკოვნიკმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. 

„კონტრშეტევა ძალიან შემაშფოთებელია პუტინისთვის. არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც თამამად ამბობენ, რომ ომი წაგებულია და საჭიროა გადარჩენის გზების ძიება“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ჟდანოვს მიაჩნია, რომ პუტინის ბედი აშკარაა. პროპაგანდისტული მანქანაც კი არის სისხლიანი დიქტატორის წინააღმდეგ.

„კრემლში ნამდვილად იწყება განხეთქილება. სხვათა შორის, მიაქციეთ ყურადღება, რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანაც უკვე დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს და საშინაო პოლიტიკაზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე თავად პუტინს. აკრიტიკებენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, აკრიტიკებენ მათ მიერ აშენებულ სახელმწიფო სისტემას, აკრიტიკებენ ვითარებას ჯარში და პოლიტიკაში. რუსეთის ფედერაციაში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ელიტის ცვლილება“, - დასძინა ექსპერტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთის არმიის მეთაურები, სავარაუდოდ, ნიკოლაევის ოლქიდან გაიქცნენ - ვიტალი კიმი

✔️ „ძალაუფლება, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს გადაეცემა“ - ანდრეი პიონტკოვსკი პუტინის სავარაუდო გადადგომაზე

✔️ პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი

✔️ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში - ISW

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება