მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება
1639816991
COVID-19

ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ 2024 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემია „ენდემური“ გახდება.

კომპანიის წამყვანი სამეცნიერო ოფიცერი მაიკლ დოლსტენი აცხადებს,  რომ 2024 წლისთვის დაავადება მსოფლიოს მასშტაბით ენდემური უნდა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უკვე აღარ იქნება პანდემია და მისი გარკვეული „ენდემური“ სახეები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იქნება გავრცელებული. 

მისი თქმით, „ენდემური“ გახდება მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში მოსახლეობას ექნება საკმარისი იმუნიტეტი ვაქცინებისგან.

კომპანიის პროგნოზით,  კორონავირუსი ენდემურ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის გადავა.

„როდის და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება დაავადების ევოლუციაზე, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს საზოგადოება ვაქცინებსა და მკურნალობის საშუალებებს იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია. ახალი ვარიანტების გაჩენამ, ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს პანდემიის განვითარებაზე“, - განაცხადა მაიკლ დოლსტენმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

 „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მძლავრი ტალღა დაიწყება - ნათია გორდაძე

⚫ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით მაღალია - ივანე ჩხაიძე