მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე
1639473960
COVID-19

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე,  კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ და უვადო მწვანე პასპორტის შესახებ ისაუბრა. 

ალექსანდრე გოგინავას თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონ“ შტამი საქართველოში მალე შემოაღწევს და საჭიროა სათანადო რეაგირება.

„ზოგადად ვიცით, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ არის გლობალური გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია. არის ინფორმაცია, რომ ზოგადად „ომიკრონი“ რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, რისკები, რომ ის საქართველოში გავრცელდება, მაღალია.

ეს მოხდება უახლოეს ორ კვირაში თუ ერთ თვეში, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც ეს ახალი შტამი ვრცელდება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეაგირება როგორი იქნება, როგორც სახელმწიფოსი და ჯანდაცვის სისტემის, ასევე, მთლიანი საზოგადოების.

ვიცით, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, ასევე, ახასიათებს უფრო მაღალი ხელახალი დაინფიცირების რისკი. ეს საყურადღებოა. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან გავრცელდეს ეს შტამი საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს საზღვრები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია ახალი შტამის გავრცელება, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

ინფექციონისტის თქმით,  „ომიკრონი“ იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინით მოცვა დაბალია. 

„კვლევები აჩვენებს, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ და ზოგადად კორონავირუსი ძირითადად იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი კიდევ უფრო ზრდის რისკებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს, რათა მეტ-ნაკლებად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ასევე ზოგადი რეკომენდაციები - ეს არის პირბადის ტარება, დისტანცირება იმიტომ, რომ ეს არის მექანიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის რესპირაციული ინფექციების გავრცელებას, მათ შორის „ომიკრონის“ გავრცელებასაც შეუშლის ხელს“, - აღნიშნავს ინფექციონისტი. 

ექიმი მიიჩნევს, რომ კოვიდთან მიმართებით არაფერი არ შეიძლება იყოს უვადო და მიღებული გადაწყვეტილება გაუმართლებელია. 

ჟურნალისტის კითხვას, ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელებამ  რამდენად შეიძლება გამიწვიოს მეექვსე ტალღის დაწყება? ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ შემდეგნაირად უპასუხა:

„შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზეა ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი და ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ყველა ღონისძიება უნდა იყოს გატარებული რომ ეს მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ.

ამ ეტაპზე ჰოსპიტლები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, მძიმე პაციენტების მოთავსების პრობლემა არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ  მედპერსონალი არის საკმაოდ გადაღლილი. რაც შეეხება უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას - შესაცვლელია. უვადო კოვიდთან მიმართებით არაფერი არ შეიძლება იყოს. არ ვიცით ზუსტად რამდენ ხანს ნარჩუნდება გადატანის შემდეგ მიღებული იმუნიტეტი. უვადო პასპორტის მინიჭება ერთხელ გადატანილზე არის გაუმართლებელი“, - დასძენს გოგინავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი