მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მძლავრი ტალღა დაიწყება - ნათია გორდაძე

თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი
1639546820
COVID-19

თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია საგანგაშოა.

ეპიდემიოლოგი, მოსახლეობას  რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მორიგი მძლავრი ტალღა საქართველოში ახალი შტამის  „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ დაიწყება.

„ეპიდვითარება გაუმჯობესებული არ არის, კვლავ მაღალია ყველა მაჩვენებელი. ისევ და ისევ, რეგულაციების უგულებელყოფით, რეკომენდაციების არ შესრულებით, ვაქცინაციის პროცესში არ ჩართულობით. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც დაიცავს სიცოცხლეს, ხოლო კომბინირებულად, ვაქცინაცია რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად არის საუკეთესო ბერკეტი ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად“, - აცხადებს ნათია გორდაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაგვჭირდება“ - „ფაიზერის“ დირექტორი

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი