მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1639476543
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება.

ამასთან, კულუმბეგოვი ამბობს, რომ „ომიკრონი“ დომინანტური ვარიანტი გახდება. 

„ნებისმიერი ვარიანტი, განსაკუთრებით ის ვარიანტი, რომელიც დომინაციისკენ არის მიდრეკილი, წინა ვარიანტს სჯობნის გავრცელების სიჩქარით და ის აუცილებლად გახდება დომინანტური. საქართველო არ არის იზოლირებული ქვეყანა და ვერ მოხერხდება ის, რომ ჩვენ მუდმივად თავი დავიცვათ „ომიკრონისგან. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორი სისწრაფე აქვს გავრცელების ევროკავშირის ქვეყნებში. ამის მაგალითია ბრიტანეთი, სადაც სულ რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა და დღეს ლონდონის ყოველდღიური შემთხვევების 44%, თითქმის ნახევარი არის „ომიკრონი“. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ელოდებიან ახალ ტალღას, იმიტომ რომ ვირუსის ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები.

„ომიკრონი“ ბუნებრივ და ვაქცინით შეძენილ იმუნიტეტს ემალება, საკმაოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები და ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ, კარგი ინფორმაცია ისაა, რომ მესამე ბუსტერის დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდგომ, მხოლოდ 35%-ია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიკეთონ ადამიანებმა ვაქცინა“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი მიიჩნევს, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციის მესამე დოზის გაკეთება და რეკომენდაციების დაცვაა. 

„მილიონ ნახევარ ადამიანს, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ. ჩვენთან „ომიკრონის“ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება ათი ათას გადააჭარბოს, რაც იქნება კატასტროფა ჯანდაცვის სისტემისთვის და სრული კოლაფსის წინაშე დაგვაყენებს. 

ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს. „ომიკრონის“ ტალღა შეიძლება ცუნამივით მოევლინოს ქვეყანას“, - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი