მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 არასწორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას „ომიკრონის“ შესახებ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი
1642138299
COVID-19

 ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს. 

ჭიაბერაშვილი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. 

„3 არასწორი წარმოდგენა იქმნება „ომიკრონის“ შესახებ, რაც ამცირებს საზოგადოებაში მოსალოდნელი რისკების აღქმას:

1. თითქოს საქართველოში ეს ახალი ტალღა მხოლოდ „ომიკრონის“ ბრალია. აუცრელ ქვეყანაში „დელტას“ ტალღა მაინც გვექნებოდა, როგორც მინიმუმ იმ ძალის, როგორც ეს აგვისტოსა და ნოემბერში იყო.

2. თითქოს „ომიკრონი“ მსუბუქია. კი, იგი მსუბუქია ბევრისთვის ინდივიდუალურად, მაგრამ ჯამურად, საზოგადოებისთვის იგი შეიძლება უფრო მძიმე იყოს. „დელტას“ პიკური 5000-დან 12.5% (ჰოსპიტალიზაცია) უფრო მეტია, თუ „ომიკრონის“ მოსალოდნელი პიკური 60,000-ის 2.4%? თუ ეს პროპორცია გვესმის, მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენ ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე გამოცდა ელის და, შესაძლოა, „ომიკრონმა“ მეტი სიცოცხლე წაგვართვას.

3. თითქოს „ომიკრონი“ ბოლო შტამია. ეს ჯერ არავინ იცის. უფრო სწორად, ვინც იცის (გენეტიკის მაღალი დონის პროფესიონალები), გვაფრთხილებენ, რომ ჯერ თვითდამშვიდებას ნუ მივეცემით.

ასე რომ, აიცერით, დაიბუსტეთ, შეზღუდეთ სახლიდან გასვლა და ატარეთ პირბადე“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

⚫ რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

 ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე