მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალ ვარიანტზე მორგებული გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ არის“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი
1639631564
COVID-19

„ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ მუშაობს და, როგორც ჩანს, ახალ ვარიანტზე მორგებული გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ არის“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონი“  აშშ-ში მალე  დომინანტი გახდება.

„ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის რეჟიმი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ მუშაობს. ამ ეტაპზე ახალ ვარიანტზე მორგებული გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ არის“, - აღნიშნავს ენტონი ფაუჩი.

მასაჩუსეტსის საერთო პროფილის ჰოსპიტალის (MGH) მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების თანახმად, აშშ-ში ავტორიზებული სამივე ვაქცინა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ნაკლებად იცავს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა გამაძლიერებელ დოზას დაცვის დიდი ნაწილის აღდგენა შეუძლია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

 „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაგვჭირდება“ - „ფაიზერის“ დირექტორი

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი