მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი ვარინტი სწრაფი გავრცელებით და საშიში მუტაციებით გამოირჩევა“ - თამარ ჟამურაშვილი

ექიმი
1637947152
COVID-19

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში  SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის B.1.1.529-ის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, დიდი რაოდენობის და საშიში მუტაციებით გამოირჩევა. 

როგორც თამარ ჟამურაშვილი წერს, სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი შტამი უკვე ევროპაშია ანუ ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. მისივე თქმით, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

„მივაქციოთ ყურადღება, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება!!!  საქართველოში ამ დროს მიტინგების და შეკრებების ფონზე აბსურდული დისკუსია ორ მწვანე პასპორტზე...

ისმის კითხვა, განზრახ დაწყებული გენოციდი თუ მართლაც მძიმე ფორმის გონებაშეზღუდულობა?  ე.წ. „მუდმივი მწვანე პასპორტით“ სამი მიზანი იქნება მიღწეული:

1. მსხვერპლი გაიზრდება!!!

2. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება!!!

3. მსოფლიოში მართლაც პირველები ვიქნებით გონებაშეზღუდულთა ქვეყნის სახელით!!! 

პანდემია, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მართლაც კარგად შეიძლებოდა მართულიყო მინიმალური მსხვერპლით, ფაქტობრივად ავტოპილოტზეც არ არის“, - აღნიშნავს ჟამურაშვილი.

მისი თქმით, ის იქნება პირველი ექიმი, რომელიც  პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

„პანდემიის დასრულების შემდეგ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და დარწმუნებული ვარ ბევრი ექიმი იგივე აზრზეა, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!! ხალხი იღუპება!!! ოფიციალური დანაშაულია როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო და დამკვირვებლის როლი მოირგო!  ბევრი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანია, არა ეს მიტინგები და არა ამპარტავნული დამოკიდებულება

გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების მიდგომები! !მომიტევეთ პირდაპირობა, ორწლიანი ზეზღურბლოვანი გაღიზიანების ბრალია“, - წერს თამარ ჟამურაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫  რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

⚫  21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება