მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე

 ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი
1655992581
COVID-19

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოს კოვიდის ახალი ტალღა ემუქრება. ცენტრალურ ევროპაში „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტი B.A.4, B.A.5 გავრცელდა.  B.A.4, B.A.5 ვარიანტები გავრცელებულია -  პორტუგალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. 

ცენტრალურ ევროპაში გავრცელებულ ახალ შტამთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ  ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ინფექციონისტის თქმით, ახალი შტამი ადვილად ვრცელდება სხვა არსებულ შტამებთან შედარებით.  

„რა მონაცემებიც გვაქვს, კლინიკური მიმდინარეობა საკმაოდ ჰგავს „ომიკრონის“ ქვეშტამით გამოწვეულ სხვა დაავადებების კლინიკურ  მიმდინარეობას. ის ადვილად ვრცელდება სხვა შტამებთან შედარებით. არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს. შესაბამისად, გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური მაჩვენებელი“, - აცხადებს  ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი. 

ცნობისთვის, 13-19 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 482 ადამიანი, ხოლო ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის - გიორგი ფხაკაძე