მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კოვიდსაწინააღმდეგო აბი Merck-ი დაარეგისტრირეს

კორონავირუსის აბები
1640343593
COVID-19

ამერიკის შეერთებული შტატების სანიტარიული ზედამხედველობის და მედიკამენტების ხარისხის სამმართველომ კონცერნ Merck-ის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო აბი რეგისტრაციაში გაატარა. პრეპარატი Ridgeback Biotherapeutics-თან ერთობლივად შეიქმნა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

Merck-ის მიერ შექმნილი პრეპარატის სახელწოდებაა Molnupiravi და ის კორონავირუსის საშუალო და მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული, პირველ რიგში აბებს რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებს მისცემენ.

3 დღის წინ რეგისტრაციაში კომპანია „ფაიზერის“ აბიც გაატარეს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ Merck-ის და ფაიზერის პრეპარატები COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი ინსტრუმენტები იქნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რომელიც აშშ-ში დომინანტური გახდა.

Molnupiravir მიღება ბავშვებისა და 18 წელზე უმცროსი ადამიანებისთვის აკრძალულია. ასევე მისი გამოყენება ორსულ ქალებს ეკრძალებათ.  

ამასთანავე აშშ-ის სანიტარიული ზედამხედველობის და მედიკამენტების ხარისხის სამმართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პრეპარატები ვაქცინებს არ ცვლის, არამედ მისი დამატებაა, ხოლო ვაქცინაცია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად მექანიზმად რჩება. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ჩინური ვაქცინები გამანეიტრალებელი ანტისხეულების საკმარის დონეს არ აწარმოებს“ - ზაზა წერეთელი

🔴  „მეექვსე ტალღის დაწყებას მობილობის გაზრდა დააჩქარებს“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴  „ჩინური ვაქცინები „პლაცებო“ ვაქცინებია და ომიკრონის წინააღმდეგ საერთოდ არაეფექტურია“ - გიორგი ფხაკაძე

🔴  FDA-მ „ფაიზერის“ კორონავირუსის სამკურნალო აბი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა