მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

FDA-მ „ფაიზერის“ კორონავირუსის სამკურნალო აბი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ფაიზერის კოვიდ აბი
1640195747
COVID-19

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) „ფაიზერის“ მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. 

მეცნიერები აღნიშნულ პრეპარატის დამტკიცებას სერიოზული გართულებებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტების მკურნალობაში წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. 

ამრიგად, წამალი სახელად „პაქსლოვიდი“ პირველი საშინაო გამოყენების პრეპარატი ხდება, რომელიც Covid 19-ის სამკურნალოდ დამტკიცდა. მოსალოდნელია, რომ ის გახდება ძლიერი იარაღი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან წარმოება იზრდება. ამავდროულად, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებს წამლის მიღება სახლის პირობებშიც შეეძლებათ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ფაიზერის“ ახალი კოვიდ აბი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორც ყველა ელოდებოდა“ - გიორგი ფხაკაძე

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინების შემცვლელი არ არის - „ფაიზერის“ დირექტორი

👉 „პაქსლოვიდი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 90%-ით ამცირებს - „ფაიზერი“