მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეექვსე ტალღის დაწყებას მობილობის გაზრდა დააჩქარებს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1640325900
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მოსახლეობას ეპიდაფეთქებისგან თავის ასარიდებლად იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალურად სწრაფად ჩართვისკენ და რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მეექვსე ტალღის დაწყებას ახალი წლის დღეები და მობილობის გაზრდა დააჩქარებს.

„ეპიდსიტუაცია საქართველოში კვლავ რჩება სერიოზული, თუმცა ბოლო დღეებში მიღწეულია გარკვეული სტაბილიზაცია. ახლოვდება ახალი წელი, ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე ძნელია კოვიდრეგულაციების დაცვა. ალბათ არ მოიმატებს ამ დღეებში ვაქცინაციაზე მისულთა რიცხვი, რომც მოიმატოს, ორ კვირაში ჩვენ ვერ მივაღწევთ სრულ ვაქცინაციას. ამიტომ მთავარი, რამაც უნდა გვიშველოს და გადაგვარჩინოს განსაკუთრებით „ომიკრონისგან“ გამოწვეული სწრაფი მატებისგან ეს არის პირბადეები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება აფეთქება“ - აკაკი ზოიძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი