მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის“
1642065792
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის არასწორი მკურნალობის შესახებ წერს. 

მისი თქმით, კოვიდით დაინფიცირების შემდეგ დაავადების არასწორი მართვა და მკურნალობა დაუშვებელია. 

„არასწორი მკურნალობა კლავს. კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს.

დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი, თვითნებური მკურნალობა ანტიბიოტიკებით და აცრილ, დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები „დექსამეტაზონებით“ არ შეიძლება.

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებით გარეშე. ანტიბიოტიკები არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. კოვიდინფიცირებულებო, თავს გაუფრთხილდით, არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

რატომ არის საგანგაშო კორონავირუსი ჭარბწონიანებისთვის? - ექსპერტების განმარტება

„ომიკრონით ძალით ინფიცირების მოსაზრება ბოლო დროს ძალზე მოდურია“ - ამერიკელი ექსპერტი

ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

⚫ რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

 ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე