მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვები უფრო იცავენ წესებს და ატარებენ პირბადეს, ვიდრე ზრდასრულები“ - გიორგი ღოღობერიძე სასწავლო პროცესის განახლებაზე

ღოღობერიძე
1642405863
COVID-19

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, კორონავირუსი ბავშვებისთვის უსაფრთხო ინფექციად რჩება, თუმცა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა მაინც მნიშვნელოვნად რჩება. 

„ბავშვებისთვის თუ აქამდე კოვიდი უსაფრთხო იყო, ახლა კიდევ უფრო უსაფრთხო ინფექციად რჩება, თუმცა ახლა შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს და მაინც საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა, რაც მოითხოვს შემდეგს: თუ ბავშვს აღენიშნება ისეთი ნიშნები, როგორებიცაა სურდო, ყელის ტკივილი, დაღლილობის განცდა,  სასურველია, ასეთი ბავშვი სახლში დარჩეს და ონლაინ გააგრძელოს სწავლა.

ბავშვები უფრო იცავენ წესებს და ატარებენ პირბადეს, ვიდრე ზრდასრულები. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებლებმა უზრუნველყონ საკლასო ოთახებში დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და ოთახის ვენტილაცია“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე