მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეიტსი ახალი პანდემიის შესახებ მსოფლიოს აფრთხილებს

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლი ბილ გეიტსი
1645462527
COVID-19

მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე ბილ გეიტსმა მსოფლიოს ახალი პანდემიის შესახებ აცნობა. გეიტსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, სიკვდილიანობა შემცირებულია და ხალხს იმუნიტეტი გამოუმუშავდა, მსოფლიოს ახალი გამოწვევა ელის, პანდემია, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული კორონავირუსისგან განსხვავებული, სხვა პათოგენიდან იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. 

„მორიგი პანდემია გველის. შემდეგ ჯერზე ეს სხვა პათოგენი იქნება“,- განაცხადა გეიტსმა

„მომდევნო პანდემიისთვის მზადყოფნის ღირებულება არც ისე დიდია. ეს არ ჰგავს კლიმატის ცვლილებას. თუ რაციონალურები ვიქნებით, დიახ, შემდეგ ჯერზე ადრე დავიჭერთ ამას“, - დასძინა მან. 

გეიტსმა თქვა, რომ უკვე „ძალიან გვიანია„ იმისთვის, რომ ჯანმომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, რაც  2022 წლის შუა რიცხვებისთვის მსოფლიო მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას გულისხმობს. ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის 61,9%-ს აქვს გაკეთებული Covid-19 ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიო მომავალში უფრო სწრაფად უნდა მოქმედებდეს ვაქცინების შემუშავებისა და გავრცელების მიმართულებით. მან მოუწოდა მთავრობას მედიცინაში ინვესტიციების ჩადებისკენ, რაც ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და ვაქცინის დამზადების ვადის 6 თვემდე დაწევას შეუწყობს ხელს. 

ამავე თემაზე: 

📎 „ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო გადამდებია და მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია“ - თენგიზ ცერცვაძე

📎 „ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ Covid 19-ის მწვავე ფაზას, იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ“ - ზაზა წერეთელი

📎 შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირება? - ბუწაშვილის განმარტება

📎 „მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე