მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ Covid 19-ის მწვავე ფაზას, იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1645387706
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ხანგრძლივ კოვიდთან დაკავშირებულ კიდევ ერთი საინტერესო კვლევაზე წერს, რომელიც გამოქვეყნდა 16 თებერვალს the British Medical Journal-ში.

მისი თქმით, კვლევა ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგების რისკების შეფასებას Covid 19-ით დაავადებულ ადამიანებში. კვლევა ჩაატარა აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა.

როგორც წერეთელი წერს, მონაწილეთა კოჰორტა მოიცავდა 153 848 ადამიანს, რომლებიც გადარჩნენ SARS-CoV-2 ინფექციის პირველი 30 დღის განმავლობაში, და ორ საკონტროლო ჯგუფს: თანამედროვე ჯგუფი (n=5 637 840) SARS-CoV-2-ის მტკიცებულების გარეშე და ისტორიული საკონტროლო ჯგუფი (n=5 859 251), რომელიც წინ უსწრებდა კოვიდ 19-ის პანდემიას.

„კვლევის შედეგად დადგინდა რომ Covid-19 ჯგუფმა აჩვენა შფოთვითი აშლილობის გაზრდილი რისკი (რისკის თანაფარდობა 1.35 (95% ნდობის ინტერვალი 1.30-დან 1.39-მდე); აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში იყო 11.06 (95% ნდობის ინტერვალი 9.64-დან 12.53-მდე)დეპრესიული აშლილობა, გაზრდილი რისკის თანაფარდობა 1.39 და აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში 15.12სტრესი და ადაპტაციის დარღვევები, გაზრდილი რისკის თანაფარდობა 1.38 (1.34-დან 1.43-მდე); აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში - 13.29 ანტიდეპრესანტები გამოყენების გაზრდილი რისკის თანაფარდობა 1.55 (1.50-დან 1.60-მდე)

აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში - 21.59 (19.63-დან 23.60-მდე)ასევე გაიზარდა ოპიოიდების რეცეპტების რისკი (1.76 (1.71-დან 1.81-მდე); 35.90 (33.61-დან 38.25-მდე) 1000 ადამიანზე ერთ წელიწადში), ოპიოიდების მოხმარების დარღვევები - 1.34 (1.21-დან 1.48-მდე);Covid-19 ჯგუფმა ასევე აჩვენა ინციდენტის ნეიროკოგნიტური დაქვეითების რისკი (1.80 (1.72-დან 1.89-მდე); 10.75 (9.65-დან 11.91-მდე) 1000 ადამიანზე ერთ წელიწადში) და ძილის დარღვევა რისკი 1.41 (1.38-დან 1.45-მდე)

აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში 23.85-დან ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ინციდენტის რისკი მუდმივად მაღალი იყო კოვიდ 19-ის ჯგუფში ჰოსპიტალიზებულ კოვიდ 19-ით დაავადებული ადამიანებში არა ჰოსპიტალიზირებულებთან შედარებით.

როგორც მკვლევარები ვარაუდობენ ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ Covid 19-ის მწვავე ფაზას, იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ. შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს კოვიდ 19-ით გადარჩენილთა შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მოგვარება.

საერთო ჯამში ხანგრძლივი Covid-ის შესახებ მტკიცებულებების მთელი რიგი მიგვითითებს SARS-CoV-2-ის შესახებ ბევრ ადამიანის (მათ შორის საქართველოში) შეხედულებების გადახედვის აუცილებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ რესპირატორული ვირუსი; ეს არის სისტემური ვირუსი, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ზიანი და კლინიკური შედეგები თითქმის ყველა ორგანოს სისტემაში, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები და ნეიროკოგნიტური დაქვეითება“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔊„მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე

🔊 შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირება? - ბუწაშვილის განმარტება

🔊 „კვლევის შედეგები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს საქართველოს ანტივაქსერულ უმრავლესობას“ - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე წერს

🔊 „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔊 რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება

🔊 „პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან მძიმე COVID 19-ით და აღენიშნებათ ტროპონინის პროტეინის მომატებული დონე, გულის დაზიანება აქვთ“ - ზაზა წერეთელი

🔊 რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება