მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო გადამდებია და მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1645427355
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, „იმედის“ ეთერში ომიკრონის ბოლო ვარიანტზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ვარიანტი, BA.2, უფრო გადამდებია ომიკრონის წინა ვარიანტთან შედარებით და უფრო მძიმე დაავადებებსაც იწვევს, განსაკუთრებით ფილტვების ანთებას. 

„BA.2, ანუ ყველაზე ბოლო ვარიანტი ომიკრონის, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას.

ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔊 „კვლევის შედეგები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს საქართველოს ანტივაქსერულ უმრავლესობას“ - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე წერს

🔊„მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე

🔊 შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირება? - ბუწაშვილის განმარტება

🔊 „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔊 რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება

🔊 „პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან მძიმე COVID 19-ით და აღენიშნებათ ტროპონინის პროტეინის მომატებული დონე, გულის დაზიანება აქვთ“ - ზაზა წერეთელი

🔊 რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება