მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1644482811
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში, გარკვეული ჯგუფებისთვის იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ამ საკითხზე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მსჯელობს, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე მცირდება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, სამედიცინო პერსონალის და ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. 

„აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში იზოლაციის ხანგრძლივობა შემცირდა, ზოგ ქვეყანაში 5 დღემდე ზოგან 7-მდე. დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მეხუთე, მეექვსე დღეს ეს ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი არ არის, მას დაავადების ნიშნები არ აქვს. იმ სპეციალობებში, რომლებიც ქვეყნისათვის კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენენ, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ესენია: სამედიცინო  სექტორი და ძალოვანი სტრუქტურები. ამიტომ ამათთვის 5-დღიანი პერიოდი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, როგორც მინიმალური ვადა იზოლაციის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

მხოლოდ ვირუსმა არ განიცადა მუტაცია, ეს თურმე ადამიანებსაც შეუძლიათ - Deutche Welle

✅ „ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ, ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი აქვთ“ - ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალ კვლევაზე

✅ მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი

✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება