მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მხოლოდ ვირუსმა არ განიცადა მუტაცია, ეს თურმე ადამიანებსაც შეუძლიათ - Deutche Welle

პანდემიის დასასრული
1644492653
COVID-19

როდის დასრულდება პანდემია და რა ელის მსოფლიოს მომავალში? ამ კითხვას თითქმის ყველა სვამს. მეცნიერებს და ექიმებს სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვერსია აქვთ. ვაქცინის მეოთხე დოზით დაწყებული და ყველა აკრძალვის მოხსნით დამთავრებული. Deutche Welle სიტუაციაში გარკვევას შეეცადა. 

გერმანიაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, ინფიცირების მაჩვენებელი იქამდე ავიდა, რომ გასულ წელს ამ სიტუაციაში უეჭველად ლოკდაუნი გამოცხადდებოდა, მეორე მხრივ კი, სულ უფრო დიდი იმედია, რომ პანდემია დასრულდება და ამაზე საკმაოდ მწვავე დისკუსია მიმდინარეობს.

სხვადასხვა ქვეყანაში ანტიკოვიდური შეზღუდვების გამო საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. ბევრს მოჰყავს დანიის მაგალითი, სადაც ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. დანიის ხელისუფლება იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ შეზღუდვითი ზომების გაგრძელება ეკონომიკას, მოსახლეობის კეთილდღეობას და დემოკრატიას ემუქრება.

ამასთან დაკავშირებით გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი ამბობს, რომ საკარანტინო ზომების შესუსტება ამჟამად შეუძლებელია. მისი განცხადებით, რეგულაციების გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში გახდება შესაძლებელი.  მინისტრის აზრით, ახლა ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში ომიკრონის ტალღა უფრო დიდი დროით გაიწელება.

დასრულდება თუა რა პანდემია ომიკრონის შტამით?

უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან ადამიანს იცავს. ახლა კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები უკვე ისეთ პანიკას აღარ იწვევს, როგორ ეს ადრე ხდებოდა, რადგანაც ომიკრონი დაავადების მძიმე ფორმას იშვიათად იწვევს. აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა იკლებს. 

სწორედ ის ფაქტი, რომ ომიკრონი კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით უფრო გადამდებია, იმის იმედს იძლევა, რომ პანდემია ენდემიად (სეზონურ დაავადებად) გადაიქცევა.

ანუ კორონავირუსი არ გაქრება, მაგრამ ის გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში იჩენს თავს. ჩვენ კი ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მაგრამ ასეა კი ეს ზუსტად? მეცნიერები ჯერჯერობით 100%-იან გარანტიას ვერ იძლევიან.

ვერც ერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი ან ჟურნალისტი ზუსტად ვერ იტყვის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია მომდევნო თვეების განმავლობაში.

საქმე ისაა, რომ არავინ იცის, თუ როგორ მუტაციას განიცდის კორონავირუსი ახლო მომავალში. ზუსტად არის ცნობილი მხოლოდ ის, რომ მუტაცია გაგრძელდება. ასე იქცევა ნებისმიერი ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდება.

„არავინ იცის რა შტამები გაჩნდება მომავალში. შეძლებენ თუა რა ისინი იმუნიტეტისთვის გვერდის ავლას და გამოიწვევს თუ არა დაავადების მძიმე ფორმას. მე არ ვიზიარებ ეიფორიას იმის შესახებ, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრული იქნება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ჟერარ კრაუზემ. 

„სავსებით შესაძლებელია, რომ ეს შტამი დასრულდება და მას ისევ დელტა ვარიანტის მსგავსი შტამი შეცვლის“, - ამბობს ვირუსოლოგიის პროფესორი ულრიკე პროტცერმა.

სიტუაციის განვითარების რა ვარიანტებს ასახელებენ მეცნიერები

ძველმა, ახალმა, საშიშმა და ნაკლებად საშიშმა ვირუსის შტამებმა შეიძლება კვლავ თავი იჩინონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსის ენდემიური იქნება, სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

„ენდემია არ ნიშნავს, რომ სიტუაცია უსაფრთხოა. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ ახალი მუტირებული ვარიანტი გაჩნდება და ის კვლავ ეპიდემიას გამოიწვევს“, - ამბობს ლაიბნიცის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჰაიო ზეები.

მისი აზრით, შესაძლებელი შეიქმნას ხანგრძლივი ეპიდემიური სიტუაცია, როდესაც დროდადრო აფეთქებები ხდება.

„შესაბამისად ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - ამბობს ზეები.

მისი აზრით გარკვეულ პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება აუცილებელი, რაც არა მეცნიერებმა, არამედ პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ.

ამასთანავე გამოცემა Deutschlandfunk-თვის მიცემულ ინტერვიუში ფილტვების დაავადების კლინიკის ექიმმა თომას ვოსხაარმა ომიკრონს პანდემიის კრიზისიდან გამოსვლის საშუალება უწოდა და მოუწოდა სპეციალისტებს, რომ მის გავრცელებას ხელი არ შეუშალონ.

ექიმის აზრით, თუ ომიკრონს მოსახლეობის 100% მოიხდის, ეს პანდემიის დასასრული იქნებოდა. ამასთანავე ვოსხაარი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინტენსიური თერაპიის პალატები პაციენტების რაოდენობას ვერ გაუძლებს.

„ომიკრონი დაავადების მძიმე ფორმას არ იწვევს. მას ჩვეულებრივი პალატებით გავუმკლავდებით. თანაც დაავადების რაოდენობის ზრდა მოკლე პერიოდის განმავლობაში იქნებოდა დაფიქსირებული. ამის შემდეგ კი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა“, - ამბობს გერმანელი ექიმი.

ამ მოსაზრებას სხვა სპეციალისტები არ იზიარებენ. ასე, მაგალითად, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი დარწმუნებულია, რომ ომიკრონის შტამით მოსახლეობის „იმუნიზაცია“ გამოსავალი არ არის.  

„საუბარია იმაზე, თუ რა ფასად დავასრულებთ პანდემიას. გერმანიაში ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს და ვირუსის უკონტროლო გავრცელებას შეიძლება ბევრი ლეტალური შედეგი მოჰყვეს“, - ამბობს დროსტენი.

ისწავლა თუ არა მსოფლიომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება?

რა ფასად შევძლებთ პანდემიის დასრულებას? ეს არის შეკითხვა, რომელიც მხოლოდ სამედიცინო არ არის. ის საზოგადოების მზაობას და გაგებას ეფუძნება - მიაჩნიათ ეპიდემიოლოგებს. 

ასე, მაგალითად, თუ საუბარია გრიპის ვირუსზე, საზოგადოება მზად არის, რომ ყოველწლიურად ამას ადამიანების მსხვერპლი მოჰყვება. კორონავირუსის გრიპთან შედარება და მსგავსება საკმაოდ სწორია, რადგანაც გრიპის საბოლოო დამარცხებაც ვერ ხერხდება. მუდმივად ჩნდება ახალი შტამები, მაგრამ ჩვენ ამასთან თანაცხოვრება ვისწავლეთ. აცრების ან დაავადების გადატანის გზით ჩვენ იმუნიტეტს ვიძენთ.

ექსპერტების მიაჩნიათ, რომ, ასევე, შესაძლებელია მოქმედება კორონავირუსის შემთხვევაში.

„თუ ადამიანი ვაქცინირებულია და შემდეგ ინფიცირდა, იმუნური სისტემა კორონავირუსის ახალ ვარიანტს კარგად ებრძვის“, - ამბობს ინფექციონისტი ულრიკე პროტცერი.

ის არ გამორიცხავს, რომ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს 2022 წელს ვაქცინაცია ისევ ჩაუტარდეთ. ისრაელში, მაგალითად, ბევრმა ადამიანმა ვაქცინაცია მეორედ ჩაიტარა.

ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით თუ რამდენად საშიშია ეს ვირუსი და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასთან ერთად ცხოვრება კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში მოგვიწევს.  ჩვენ კორონავირუსისგან დაცვის და სიტუაციაზე ადეკვატური რეაგირების მრავალი საშუალება გამოვიგონეთ. ჩვენ პანდემიის პირობებში ცხოვრება ვისწავლეთ. ასე რომ მხოლოდ ვირუსმა არ განიცადა მუტაცია და სიტუაციასთან შეგუების უნარი გამოავლინა, ეს თურმე ადამიანებსაც შეუძლიათ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

„დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

✅ „ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ, ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი აქვთ“ - ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალ კვლევაზე

მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი

მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება