მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო
1644314520
COVID-19

აშშ-ის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მაიმუნებზე ჩატარებული კვლევისას, მათ „მოდერნას“ COVID-19 გამაძლიერებელი დაუპირისპირეს „ომიკრონის“ სპეციფიკურ გამაძლიერებელს. შედეგებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტისთვის ახალი გამაძლიერებელი შეიძლება არ იყოს საჭირო. 

„ომიკრონის“ სპეციფიკური გამაძლიერებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა „მოდერნას“ ჩვეულებრივი გამაძლიერებლისგან.

კვლევაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განხილული, მონაწილეობდნენ მაიმუნები, რომლებიც ვაქცინირებულნი იყვნენ „მოდერნას“ვაქცინის ორი დოზით. ცხრა თვის შემდეგ მათ გამაძლიერებლები მიიღეს. 

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ორივე გამაძლიერებელი წარმოქმნის ანტისხეულების ნეიტრალიზაციის მნიშვნელოვან დონეს ყველა ვარიანტის მიმართ.

„ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ვაქცინის რადიკალურად გადამუშავება, რათა ის ომიკრონის ვაქცინად იქცეს“, - აღნიშნა დანიელ დუეკმა, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინის მკვლევარმა.

ცნობისთვის, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

👉 მხოლოდ ვირუსმა არ განიცადა მუტაცია, ეს თურმე ადამიანებსაც შეუძლიათ - Deutche Welle

👉 „ომიკრონს“ გრიპს ვერ შევადარებთ, ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული შეცდომა“ - სპეციალისტები

👉 „ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ, ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი აქვთ“ - ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალ კვლევაზე

👉 რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება

👉 თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

👉 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება

👉 როგორ ხდება კორონავირუსის შტამის ზუსტად დადგენა? - კავკასიძის განმარტება