მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება

გიორგი კავკასიძე
1644228839
COVID-19

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელმა გიორგი კავკასიძემ „იმედის“ ეთერში  სწრაფი ანტიგენის ტექსტისა და პისიარის ტესტის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, პირის ღრუში „ომიკრონი“ გაცილებით უფრო ადრე და დიდი რაოდენობით არის, ვიდრე ცხვირის ღრუში და ამიტომ ბევრმა ქვეყანამ  ტაქტიკა შეცვალა, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში უგულებელყოფას უკეთებენ ხახიდან აღებას და მარტო ცხვირიდან იღებენ. 

სწრაფი მარტივი ტესტი არასდროს არ ყოფილა დიაგნოსტიკური საშუალება. პისიარი 100% შემთხვევაში იძლევა  ზუსტ რეზულტატს. სწრაფი ტესტი ძალიან კარგი ტესტია „წითელი ბარათის“ საჩვენებლად, რაც ნიშნავს, თუ დაადასტურა ინფექცია, ე.ი. იქ არის ინფექცია, მაგრამ თუ არ დაადასტურა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის. მწვანე ბარათის როლს ვერ თამაშობს. ძალიან მცირეა იმის შანსი, სწრაფი ტესტის გაკეთებისას დადებითი პასუხი სიმართლე არ იყოს.

„ომიკრონმა“ თავდაყირა დააყენა საერთოდ ყველაფერი, როგორც კლინიკის, ისე დიაგნოსტიკის მხრივ. რომ შევადაროთ „ომიკრონი“ იმ შტამს, რომელზეც არის აგებული, თითქმის ყველა კომერციული ტესტი, ჩინურ შტამთან შედარებით, „ომიკრონს“ 50-ზე მეტი ცვლილება, ანუ მუტაცია აქვს, ეს მუტაციები არის ყველა ცილაში. იმის მიუხედავად, თუ რომელი ცილის საწინააღმდეგოდ ან აღმოსაჩენად იყო ესა თუ ის ტესტი თავის დროზე შექმნილი და კომერციალიზებული, ახლა ეს სამიზნეები აირია და შეიცვალა. ამიტომაა, რომ პისიარიც კი შეიძლება შეცდეს, თუმცა ამის ძალიან მცირე შანსია. 

რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ადამიანს კოვიდი აქვს და პისიარმა არ აჩვენა, ცდომილების ყველაზე დიდი მიზეზი არის ნაცხის აღების ტექნიკა. პისიარის უარყოფითი ტესტი არ ნიშნავს, რომ არ გაქვთ კოვიდი. კოვიდი განიხილება კომპლექსურად - კლინიკური გამოვლინებით და მიმდინარეობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაზე ხშირი მიზეზი პისიარის ცდომილების არის ნაცხის აღების ტექნიკა და დრო (დღე)“, - აცხადებს გიორგი კავკასიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

📢 თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

📢 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC