მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

ბუსტერ დოზით აცრა
1642176673
COVID-19

ბოლო დროს გერმანიასა და დანიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის ადამიანები, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, ომიკრონით უფრო ხშირად ინფიცირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle  ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება. ასევე, შეიქმნა მრავალი მითი კორონავირუსის ამ ახალი შტამის შესახებ.  ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ვაქცინაციის მქონე ადამიანები ომიკრონით უფრო ხშირად ინფიცირდებიან. ამ მოსაზრების ავტორებს გარკვეული მტკიცებულებებიც მოჰყავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ვაქცინები წინა შტამებთან შედარებით ისეთივე ეფექტიანი არ არის, ის მაინც კორონავირუსის მძიმე ფორმისგან ადამიანს იცავს. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვინაიდან მსოფლიოში ვაქცინირებულთა რიცხვი იზრდება, ბუნებრივია, ინფიცირებული ვაქცინირებულების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებულებს ომიკრონი აუცრელებთან შედარებით უფრო ხშირად ემართებათ.

ამჟამად გერმანიაში მოსახლეობის 71% არის ვაქცინირებული. ვაქცინირებულებს შორის კორონავირუსის ფაქტების მატება სულაც არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არაეფექტიანია.

მისი ეფექტიანობა 100%-ს არ შეადგენს და არც არასოდეს შეადგენდა, მაგრამ ის კოვიდის მძიმე ფორმისგან ადამიანს მაინც იცავს.

ბუსტერული დოზა იმუნიტეტს აძლიერებს

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონისგან არც თუ ისე კარგად იცავს, ვაქცინის ორი და მით უმეტეს სამი დოზა დაავადების მძიმე ფორმისგან პაციენტებს მაინც იცავს.

კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებული კვლევები საკმაოდ პოზიტიურია. ვაქცინის მწარმოებელი აცხადებს, რომ მესამე, ბუსტერ დოზა ომიკრონის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია. მისი ეფექტიანობა დაახლოებით უთანაბრდება წინა შტამების მიმართ ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობას.

„ვაქცინაცია დაავადების მძიმე ფორმისგან და ლეტალური შედეგისგან დაცვის კვლავ საუკეთესო საშუალებაა“, - ამბობს ვირუსოლოგი ვოლფგანგ ფრაიზერი, რომლის ჯგუფმა სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონის“ შტამი აღმოაჩინა.

დანიის მონაცემები არასწორად იყო ინტერპრეტირებული

ანტივაქსრებს დანიაში ჩატარებული კვლევები მოჰყავთ, რომლის მიხედვით თითქოს ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების ეფექტიანობა სამი თვის შემდეგ უარყოფითი ხდება.

„ფაიზერის აცრის შემთხვევაში ომიკრონით ინფიცირების ალბათობა 76,5%-ით მაღალია, ვიდრე აუცრელებში, ხოლო მოდერნას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 39,35%-ს უდრის“, - წერენ ტვიტერის მომხმარებლები. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ არასწორად დაითვალეს. საქმე ისაა, რომ მონაცემები ეხება ომიკრონის გავრცელების შედარებით პროცენტულ მაჩვენებელს ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს შორის და არავითარ შემთხვევაში ის ვაქცინირებულებში არავაქცინირებულებთან შედარებით უფრო მაღალი არ ყოფილა. კვლევა დანიაში ომიკრონის აღმოჩენის შემდეგ პირველ კვირაში ჩატარდა.

ვაქცინირებულები არავაქცინირებულებზე მეტნი არიან და უფრო აქტიურად ცხოვრობენ 

ერთი შეხედვით, კვლევების შედეგები მართლაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინების ეფექტიანობა ომიკრონის წინააღმდეგ შემცირებულია. კოპენჰაგენის ეპიდემიოლოგი კრისტიან ჰანზენი ამბობს, რომ საუბარია ციფრების და შედეგების სტილისტურ დამახინჯებაზე.

„იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინირებულ მოსახლეობაში ინფიცირების უფრო მაღალ მაჩვენებელს ვიღებთ, არის ის, რომ აცრილი ადამიანები ტესტებს უფრო ხშირად იკეთებენ, ვიდრე არავაქცინირებულები“,  - ამბობს ჰანზენი.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ, სადაც ინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უფრო ხშირად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებული პირები. დანიაში მოსახლეობის 80% ორი დოზით არის აცრილი, ანუ 4-ჯერ მეტნი არიან, აუცრელ ადამიანებზე. თანაც ამ თეორიის ავტორები არ საუბრობენ ვაქცინირებულებში და არავაქცინირებულებში დაავადების მარტივ და მძიმე  ფორმებზე.

კვლევების დასკვნის მიხედვით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ომიკრონი ვაქცინირებულ ადამიანებში უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე არავაქცინირებულებში, არ არსებობს. უბრალოდ ანტივაქსერები სხვადასხვა ციფრების და მონაცემების მანიპულირებით ასეთი სურათის დახატვას ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია, სამი დოზით აცრის შემთხვევაში თქვენ დაავადების მძიმე ფორმისგან გარანტირებულად დაცულები ხართ. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔴  ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔴  პირბადეები ადამიანებს უფრო მიმზიდველებს ხდიან - მეცნიერები

🔴  პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსის გართულების რისკს აორმაგებს