მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინების შემცვლელი არ არის - „ფაიზერის“ დირექტორი

„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა
1639547853
COVID-19

„ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინების ალტერნატივა არ არის“, - ამის შესახებ „ფაიზერის“  აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.

ალბერტ ბურლას თქმით, ადამიანებმა პრეპარატი არ უნდა აღიქვან, როგორც ვაქცინის ჩანაცვლება ან ალტერნატივა. კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები სამკურნალო და არა პრევენციული საშუალებაა.

„ვშიშობ, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ასე იფიქრებენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ვაქცინები საჭიროა. ვაქცინები ძირითადი ინსტრუმენტია, რომელიც დაავადების შესაჩერებლად უნდა გამოვიყენოთ. ადამიანები, რომლებიც ავადდებიან, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში ხვდება ან კვდება. რაც შეეხება ამ აბებს, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ 10 მათგანის ნაცვლად საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მოხვდება, სიმართლე გითხრათ, ამ კვლევის ფარგლებში არავინ გარდაცვლილა“, - აცხადებს „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა მიიღოს ვაქცინები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაქცინები ოდნავ ნაკლებად ეფექტიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის პრევენციის კუთხით - WHO

„ფაიზერის“ ახალი კოვიდ აბი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორც ყველა ელოდებოდა“ - გიორგი ფხაკაძე

„პაქსლოვიდი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 90%-ით ამცირებს - „ფაიზერი“