მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1634588400
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში, გრიპის და კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი გრიპის მიმართ.

მის თქმით, გრიპის იმუნიტეტი განახლებადია.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობა პირბადეს ატარებს და არსებულ რეგულაციებს დაიცავს, შესაძლოა, გრიპის ეპიდემია არ იყო ისეთი ძლიერი, როგორსაც ახლა პროგნოზირებენ.

„წელს ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და თვითონ გრიპის კომპონენტი ახლა უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, ვიდრე წინა წლებში. სეზონური გრიპი შარშან არც ევროპაში და არც საქართველოში არ ყოფილა.

როგორ იქნება ეს 2 ეპიდემია ერთად რამდენიმე ვარიანტია. პირველი, ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იმავე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი, რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირება საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია.

მეორე, როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს.

მესამე, შეიძლება, ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კორონავირუსიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ დღის წესრიგში დგას ორი ვაქცინაცია. კოვიდვაქცინაცია ულაპარაკოდ უნდა გაგრძელდეს. მოსახლეობას ვთხოვ გამოფხიზლდეს და ახლა მაინც გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს თავისი და თავისი ახლობლების სიცოცხლეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე