მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის პროგნოზირება, იქნება თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა“ - ენტონი ფაუჩი

შშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი
1642495518
COVID-19

„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის პროგნოზირება, იქნება თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის ბოლო ტალღა“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება,  თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც გაურბის წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს“, - აცხადებს ფაუჩი.

„ომიკრონ“ ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადამდებია, აღმოჩნდა, რომ ნაკლებად მძიმეა წინა ვარიანტებთან შედარებით, რამაც, შესაძლოა,  დააჩქაროს პანდემიის დასრულება.

ფაუჩის თქმით, კორონავირუსი საზოგადოებაში ენდემურ დონეზე მაინც დარჩება. 

„კონტროლი ნიშნავს, რომ ის კვლავ რჩება, თუმცა რჩება ისეთ დონეზე, რაც არ აფერხებს საზოგადოებას. ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხდება“, - ამბობს ფაუჩი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფის თქმით, ძალიან ადრეა კოვიდს ენდემური ვუწოდოთ.

„ნამდვილად ნაადრევია მას ენდემური ვუწოდო. დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალი ვარიანტი გვექნება. ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, ნაკლებად მკაცრი იქნება, წინა ვერსიების გათვალისწინებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოთ უარესისთვის“, - განაცხადა ანელის უაილდერ-სმიტმა, განვითარებადი ინფექციური დაავადებების პროფესორმა.

თუმცა, რიჩარდ ჰეჩეტის თქმით, ვირუსი სავარაუდოდ მიაღწევს წონასწორობის წერტილს და ის გახდება სეზონური გრიპი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე