მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ გვინდა გადავრჩეთ, დელტა ვარიანტის მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“ - გიორგი ფხაკაძე

„არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“
1629180997
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინეთში არსებულ ეპიდვითარებაზე წერს.

„ჩინეთში ვერ არის კარგად საქმე. მსოფლიოში სიდიდით მესამე პორტი ნაწილობრივ დაკეტილია კოვიდის დელტა ვარიანტის აფეთქების გამო.

ახლა მსოფლიოში არის კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტის პირველი ტალღა, მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ 2022 წლის იანვრისთვის. ვიცით, რომ მეორე ტალღა პირველზე მინიმუმ 3-ჯერ უფრო ძლიერია.

ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და გავაგრძელოთ ცხოვრება და არა გახსენი/დაკეტვით ვიყოთ დაკავებულნი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ, ამის სურვილი უნდა იყოს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“

👉 „ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს“