მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევებიც კი ადამიანის ტვინზე კვალს ტოვებს - კვლევა

კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევებიც კი ტვინზე  კვალს ტოვებს
1638811365
COVID-19

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მეცნიერები აგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ვირუსი ადამიანის ტვინზე.

მკვლევარების თქმით,  COVID 19-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულზე და ტვინზე ინფექციის შემდეგ თვეების განმავლობაში ან უფრო მეტხანს.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც  იკვლევდა ტვინის ცვლილებებს იმ ადამიანებში, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი. მათ შეადარეს ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ და ადამიანები რომლებსაც არ ჰქონდათ ვირუსი. 

მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა შესამჩნევი განსხვავებები ნაცრისფერ მატერიაში - რომელიც შედგება ნეირონების უჯრედული სხეულებისაგან, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას ტვინში - მათ შორის, ვინც იყო ინფიცირებული COVID 19-ით და მათ შორის, ვინც არ იყო ინფიცირებული.

კონკრეტულად, ნაცრისფერი მატერიის ქსოვილის სისქე თავის ტვინში  შემცირდა ინფიცირებულ ადამიანებში. ინფიცირებულების ქსოვილის სისქე განსხვავდებოდა არაინფიცირებული ადამიანებისგან.

ზოგადად პოპულაციაში ნორმალურია ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობის ან სისქის გარკვეული ცვლილებების დანახვა დროთა განმავლობაში ადამიანების ასაკთან ერთად, მაგრამ ცვლილებები ნორმაზე დიდი იყო მათში, ვინც დაინფიცირდა COVID 19-ით.

კვლევამ ცხადყო, რომ მძიმე და მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ორივე ჯგუფში ტვინის მოცულობა ერთნაირად შემცირდა. 

მკვლევარებმა, ასევე, გამოიკვლიეს ცვლილებები შემეცნებითი ამოცანების შესრულებაში და დაადგინეს, რომ მათ, ვინც დაინფიცირდა COVID 19-ით, უფრო ნელი იყო ინფორმაციის დამუშავებაში, ვიდრე ის ადამიანები ვინც არ იყვნენ ინფიცირებულნი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსის შემდეგ მოზარდებს მძიმე ფსიქიატრიული სიმპტომები განუვითარდათ - კვლევა

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

👉 კორონავირუსი ტვინის ნეირონებს აზიანებს - ექსპერტები