მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემდეგ მოზარდებს მძიმე ფსიქიატრიული სიმპტომები განუვითარდათ - კვლევა

კორონავირუსის შემდეგ მოზარდებს მძიმე ფსიქიატრიული სიმპტომები განუვითარდათ
1637407278
COVID-19

კორონავირუსის გადატანის შემდგომ 3  მოზარდს მძიმე ფსიქიატრიული სიმპტომი - პარანოია, ბოდვები და სუიციდური აზრები განუვითარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას livescience ავრცელებს. 

ანტინერვული ანტისხეულები გამოჩნდა პაციენტის თავ-ზურგტვინის სითხეში. კვლევის თანახმად, კოვიდმა გამოიწვია მოზარდების იმუნური სისტემის გაუარესება.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანტისხეულები თავს ესხმიან მოზარდის ტვინს და არა ვირუსს. 

მეცნიერების თქმით, ვირუსები ხშირად წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან ტვინის უჯრედებს, რაც ნევროლოგიურ სიმპტომებს იწვევს.

ერთ პაციენტს ჰქონდა შფოთვა და დეპრესია. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა: უძილობა, პარანოია, შფოთვა და  ანამნეზი. ინფექციის შემდეგ მათ, ასევე, განუვითარდათ განწყობის სწრაფი ცვლა, აგრესია და სუიციდური აზრები. მესამე პაციენტს აღენიშნებოდა, კონცენტრაციის დაქვეითება და საშინაო დავალების შესრულების სირთულე და შენელებული აზროვნება.

სამივე პაციენტს ჰქონდა ანტისხეულების მაღალი დონე თავის ტვინის სისხლძარღვში, მაგრამ მხოლოდ პირველი და მეორე პაციენტების CSF ცერებროსპინალური სითხე (გამჭვირვალე, უფერო სხეულის სითხე, რომელიც გვხვდება ქსოვილში, რომელიც აკრავს ყველა ხერხემლიანის ტვინს და ზურგის ტვინს) ატარებდა ანტისხეულებს SARS-CoV-2 ვირუსის.

კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ამ ორ მოზარდში შესაძლებელია თავად ვირუსმა შეაღწია ტვინში და ზურგის ტვინში. ანტისხეულები ხვდება ტვინის რამდენიმე უბანზე, მათ შორის ტვინის ღეროზე.

კვლევები მიუთითებს, რომ აუტო-ანტისხეულებმა შეიძლება ხელი შეუწყონ იმუნურ რეაქციას, რომელიც იწვევს ფსიქიატრიულ სიმპტომებს ზოგიერთ ინფიცირებულ პაციენტში.

„ჯერჯერობით დაუზუსტებელია კოვიდი იწვევს თუ არა ნეიროფსიქიატრიულ დაავადებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის იწვევს ავტოანტისხეულების განვითარებას“, - განაცხადა სემუელ პლესურმა მედიცინის დოქტორმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

👉 კორონავირუსი ტვინის ნეირონებს აზიანებს - ექსპერტები

👉 ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

👉 „მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლების ყოველი 1%-ით ზრდა Covid 19-ის შემთხვევებს ამცირებს“ - ზაზა წერეთელი