მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინები ოდნავ ნაკლებად ეფექტიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის პრევენციის კუთხით - WHO

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1639546233
COVID-19

როგორც ჩანს, ვაქცინები ოდნავ ნაკლებად ეფექტიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის პრევენციის კუთხით, თუმცა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

„ომიკრონი“, რომელიც პირველად იქნა აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკასა და ჰონკონგში გასულ თვეში, ახლა უკვე დაფიქსირდა 77 ქვეყანაში და, ალბათ, წარმოდგენილია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.

„ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, როგორიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს. სულ რომ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევდეს, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ ჯანდაცვის მოუმზადებელი სისტემები კიდევ ერთხელ შეიძლება გადატვირთოს. მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ვაქცინების ეფექტურობის მცირე დაქვეითებას აქვს ადგილი“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

„ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების გამო,  სამხრეთ აფრიკაში, „ფაიზერის“ ვაქცინის ორდოზიანი კურსი ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი