მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლების ყოველი 1%-ით ზრდა Covid 19-ის შემთხვევებს ამცირებს“ - ზაზა წერეთელი

იაპონიაში  კორონავირუსის ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
1637242995
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ საინტერესო კვლევაზე საუბრობს, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის University of California at Los Angeles (UCLA) , მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.

მისი თქმით, ნეგატიური ბინომიალური მოდელის გამოყენებით მათ შეაფასეს კავშირი (2021 წლის 23 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) აშშ-ში ქვეყნის დონეზე ჩატარებული ვაქცინაციის მაჩვენებლებსა და ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის სიხშირესა და სიკვდილიანობას შორის. კერძოდ კი ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლების გავლენა ინციდენტზე და სიკვდილიანობაზე.

ამასთან, წერეთელი ამბობს, რომ სტრატიფიცირებული ანალიზები ჩატარდა იმ ტერიტორიული ერთეულებისათვის სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლებზე >40% (ანუ საქართველოს არ გამოადგება, თუმცა) დელტა შტამის გამოჩენამდე და მის შემდეგ რაც ის დომინანტური ვარიანტი გახდა.

„აშშ-ს 3070 county/რაიონი შორის. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლების ყოველი 1 პროცენტით ზრდა ამცირებს Covid 19-ის შემთხვევას ქვეყნის მასშტაბით 0,9%-ით (ფარდობითი რისკი (RR) 0,9910 (95% CI: 0,9869, 0,9952)) და სიკვდილიანობა 1,98%-ით (RR70). 95% CI: 0.9745, 0.9823)).

40%-ზე მეტი ვაქცინაციის მოცვის რაიონებში, ვაქცინაციის მაჩვენებლების ყოველი 1 პროცენტით ზრდა ამცირებს COVID-19 დაავადებას 1.5%-ით, RR 0.9850-ით (95% CI: 0.9793, 0.9952) და სიკვდილიანობა 2.7%-ით (RR 0.9727 (95% CI: 0. 0.9823)). ეს ასოციაციები არ დაფიქსირებულა 40%-ზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებლის მქონე რაიონებში.

როგორც კვლევამ აჩვენა ვაქცინაციის მაჩვენებლების 40%-დან 80%-მდე გაზრდა ამცირებს COVID-19 შემთხვევებს 45.4%-ით (RR 0.5458 (95% CI: 0.4335, 0.6873)) და სიკვდილიანობას 67.0%-ით (RR 0.3305 (95% CI: 0.28, 0).
გამოთვლების მიხედვით დაახლოებით 5,989,952 COVID-19 შემთხვევის თავიდან აცილება და 127,596 სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, თუ აშშ მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლები 40%-დან 80%-მდე გაიზარდებოდა.

აი, რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას“, - წერს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ რეალურია“ - ივანე ჩხაიძე

„ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

„ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

დღეს საქართველო დამარცხებულია - ამას ჰქვია სამოქალაქო ომი“ - გიორგი ფხაკაძე