მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს“ - მაიკლ რაიანი

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი
1642677843
COVID-19

„თუ ვაქცინაციების და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობა სწრაფად მოგვარდება, შესაძლოა, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს დასრულდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა. 

„ჩვენ შეიძლება ვერასოდეს დავასრულოთ ვირუსი, რადგან ასეთი პანდემიური ვირუსები საბოლოოდ ხდება ეკოსისტემის ნაწილი, მაგრამ გვაქვს შანსი, დავასრულოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა წელს“, - აღნიშნავს რაიანი. 

მისი თქმით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადამიანების 10%-ზე ნაკლებს აქვს მიღებული COVID 19-ის ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.

„თუ ვაქცინები და სხვა ინსტრუმენტები სამართლიანად არ განაწილდა, ვირუსის ტრაგედია გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევძლოთ დაავადების სიხშირის დაბალ დონემდე მიღწევა მოსახლეობის მაქსიმალური ვაქცინაციის გზით, ასე რომ არავინ უნდა მოკვდეს“, - აცხადებს მაიკლ რაიანი. 

მისი თქმით, ენდემური კარგს არ ნიშნავს და ენდემური მალარია ასიათასობით ადამიანს დღემდე კლავს.

„ენდემური მალარია კლავს ასიათასობით ადამიანს და ის კარგს არ ნიშნავს. ენდემური უბრალოდ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ აქ არის“, - დასძენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი. 

როგორც რაიანი აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, კორონავირუსის აღმოფხვრა. ის გააგრძელებს ადამიანების სიკვდილს, თუმცა გაცილებით დაბალ დონეზე, მაშინაც კი, როდესაც ის ენდემური გახდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება