მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი
1643780160
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის და  „ომიკრონ“ ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა.

„მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია“, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ეს ვირუსი საშიშია და ის აგრძელებს განვითარებას.

„wHO ამჟამად თვალყურს ადევნებს „ომიკრონის“ ვარიანტის ოთხ ქვეხაზს, მათ შორის BA.2-ს. ეს ვირუსი გააგრძელებს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს გააგრძელონ ტესტირება და მეთვალყურეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე“, - აღნიშნავს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს,​ „ომიკრონის“ პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტის დაახლოებით 90 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე 2020 წელს.

ამასთან ჯანმო აღნიშნავს, რომ გაზრდილია ლეტალური შემთხვევებიც, რაც შემაშფოთებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება

🔘„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

🔘რატომ შეიძლება იყოს PCR ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითი? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე

🔘 „ივერმექტინი“ ეფექტიანია „ომიკრონ“ ვარიანტის სამკურნალოდ - იაპონიის ფარმაცევტული კომპანია

🔘 „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

🔘 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი