მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოლნუპირავირი - აბი COVID 19-ის წინააღმდეგ

მოლნუპირავირი
1634751325
COVID-19

კომპანია Merck-მა სანიტარიული ზედამხედველობის და მედიკამენტებზე კონტროლის სააგენტოს უკვე მიმართა განაცხადით, რომ COVID 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის, მოლნუპირავირის რეგისტრაცია მოხდეს. ამის შესახებ კანადური გამოცემა lactualite.com იუწყება.

მოლნუპირავირი - რა არის ცნობილი ამ პრეპარატის შესახებ?

1️⃣ პრეპარატის ეფექტიანობა ბოლომდე დადასტურებული არ არის, რადგანაც კომპანია Merck-მა მხოლოდ კვლევების ნაწილობრივი შედეგები წარმოადგინა, რაც დამოუკიდებელ მეცნიერებს არ დაუდასტურებიათ.

2️⃣ ამ ტიპის ანტივირუსულ პრეპარატებს შეზღუდული ეფექტიანობა გააჩნიათ. მათი უმეტესობა მაშინ მუშაობს, თუ პრეპარატის მიღება ინფიცირებიდან პირველ რამდენიმე დღეში ხდება. შესაბამისად, დაგვიანების შემთხვევაში ეფექტიანობა მცირდება.

3️⃣ მოლნუპირავირის მოლეკულა, რომელსაც Merck-ი იყენებს, შესაძლოა, გარკვეულ საფრთხეს შეიცავდეს. ვარაუდობენ, რომ ის მუტაგენურ თვისებას ატარებს, რაც ონკოლოგიური დაავადებების საფრთხეს ქმნის.

4️⃣ ვაქცინები ბევრად უფრო იაფი და ეფექტიანია. მკურნალობის ახალი მეთოდის ფასი დაახლოებით 900 კანადურ დოლარს შეადგენს, შესაბამისად ღარიბ ქვეყნებში მსგავსი წამლით მკურნალობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

დღეისათვის ერთადერთი დაშვებული ანტივირუსული პრეპარატი არის რემდესივირი, რომლის ინიექცია ვენაში ხდება. ის იმ პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც პნევმონია აქვს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ეს სიმპტომების ხანგრძლივობას ამცირებს, მაგრამ ლეტალური შედეგის საფრთხეს არ ამცირებს. Merck-ი შეიძლება პირველი ანტივირუსული ტაბლეტი იყოს, რომლის გამოყენება COVID 19-ის სამკურნალოდ მოხდება.

კომპანიის მონაცემებით, წინასწარი შედეგები 775 ადამიანზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. ეს კვლევების მესამე ფაზა იყო და ის 23 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა პაციენტს კორონავირუსის მსუბუქი ან საშუალო ფორმა აღენიშნებოდათ.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატის მიღების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი თითქმის ორჯერ მცირდება. ფარმაცევტული კომპანიის ინფორმაციით, წამლის ეფექტიანობა დიაგნოზის დასმას და მკურნალობის დაწყებას შორის დროზე დამოკიდებული არ არის.

სამწუხაროდ, კვლევების შედეგად შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი ვაქცინირებულ პაციენტებზე, ან მათზე, ვისაც კორონავირუსი მანამდე ჰქონდა გადატანილი. ასევე უცნობია, თუ როგორი გავლენა ექნება მოლნუპირავირს ბავშვებზე და ორსულ ქალებზე.

ანტივირუსული პრეპარატები ახალი გამოგონებაა. ის ბევრად უფრო ახალია, ვიდრე ანტიბიოტიკები. ამ დროისთვის მათგან ეფექტიანები მხოლოდ AIDS და С ჰეპატიტის წინააღმდეგ შექმნილმა წამლებმა აჩვენა. ის, ასევე, ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ გამოიყენება. ის დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს, ასევე, პაციენტს დაავადება უფრო მარტივად გადააქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება ინფიცირების საწყის ეტაპზე ხდება.

კორონავირუსი პანდემიის დასაწყისში კომპანია Gilead-ის პრეპარატ რემდესივირის რეკლამირება ხდებოდა, რადგანაც ის ძალზე პერსპექტიული პრეპარატი ეგონათ. მაგრამ ფართომასშტაბიანმა კვლევამ სახელწოდებით Solidarit აჩვენა, რომ ის სიკვდილიანობის რისკს არ ამცირებს. პრეპარატი ტამიფლუს გამოყენებამ, ასევე, აჩვენა, რომ ის დაავადების სიმპტომებს მხოლოდ ერთი დღით ამცირებს. სხვა, მსგავსი ტიპის ანტივირუსული პრეპარატები საერთოდ აღარ გამოიყენება.

ისევე როგორც რემდისივირი, მოლნუპილავირი ფერმენტზე, ანუ რნმ-პოლიმერაზაზე მოქმედებს. მას ვირუსი რეპლიკაციისთვის იყენებს. რემდისივირი ვირუსის რეპლიკაციას ბლოკირებას უკეთებს, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში რნმ პოლიმერაზას ჭრის, რაც შეეხება მოლნუპირავირს, მას ვირუსის რნმ-ში ისეთი მუტაცია შეაქვს, რომლის შედეგად ვირუსი ნადგურდება.

ასეთი მექანიზმის შედეგად ვირუსს პრეპარატის მიმართ იმუნიტეტი არ უჩნდება. მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ მუტაგენურმა ძალამ შეიძლება ჩვენს საკუთარ უჯრედებში მუტაცია გამოიწვიოს, რამაც შეიძლება სიმსივნე ან რაიმე სახის დეფექტები გამოიწვიოს. ეს მკურნალობის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

მიმდინარე წლის მაისში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევები, რომლის მიხედვით მათ დაადგინეს, რომ მოლნუპირავირს მიტაგენური ძალა გააჩნია. ამის შემდეგ კვლევების შედეგები Merck-ის მკვლევარებმა ეჭვქვეშ დააყენეს. თავის პრესრელიზში Merck-ის პრეპარატის მუტაგენურ თვისებებზე არაფერია ნათქვამი.

გასული წლის ივნისში აშშ-მა გადაწყვიტა 1,7 მლნ ადამიანის სამკურნალოდ აუცილებელი მოლნუპირავირის შეძენა, რომლის ფასი 1,2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ანუ ერთი ადამიანის მკურნალობა დაახლოებით 900 კანადურ დოლარს შეადგენს, რაც ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ვაქცინების გამოყენების შემთხვევაში, რომლის ფასი რამდენიმე ათეულ დოლარს შეადგენს. თანაც უცნობია, იქმნება თუ არა ხანგრძლივი იმუნიტეტი, როგორც ეს ვაქცინების გამოყენების შემთხვევაში ხდება.

კომპანია Merck-მა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის ფასი უფრო დაბალი იქნება. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ თუ მოლნუპირავირი ინფიცირების პირველ დღეებშია ეფექტიანი, პაციენტმა ხშირად უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი, რაც დაბალი შემოსავლის ქვეყნებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრეპარატი კორონავირუსთან საბრძოლველად კიდევ ერთი, დამატებითი იარაღია და თუ მისი გამოყენება სწორად მოხდება, მაგალითად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია ვაქცინაციის ჩატარება, მაგრამ აუცილებელია ეფექტიანობის კიდევ დამატებითი გამოკვლევა.

ამჟამად რამდენიმე სხვა ანტივირუსულ პრეპარატზე მუშაობა მიმდინარეობს. მაგალითად, ანტივირუსული ტაბლეტების შექმნას კომპანია ფაიზერი აპირებს. კვლევები უნდა ჩატარდეს თუ როგორი იქნება პრეპარატების გამოყენება ვაქცინების პარალელურად, რომლებმაც ვირუსის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობა უკვე აჩვენა.

ანტივირუსული პრეპარატის ფორმულა, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც მოლნუპირავირი, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შეიქმნა, მაშინ მისი მეშვეობით ჩუტყვავილას ვირუსის რეპლიკაციის შეჩერება იყო ჩაფიქრებული.

2013 წლიდან კი ამ პრეპარატის მეშვეობით ვენესუელაში ენცეფალიტის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. 2020 წლიდან კომპანია Ridgeback Biotherapeutics-მა Merck-თან საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა, რომელმაც მოლნუპირავირის კვლევების მე-2 და მე-3 ფაზას ატარებდა.

ამავე თემაზე:

📢 რატომ არ იცავს ვაქცინა ინფიცირებისგან და უნდა ავიცრათ თუ არა? - Deutsche Welle

📢 რა არის ტვინდემია?

📢 რატომ გვტკივა მკლავი ვაქცინის შემდეგ?