მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური ანუ ინფექციის მიმღები და გამავრცელებელი“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1637488715
COVID-19

„ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, დაბალ ნიშნულზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი და ისევ იმართება თავშეყრები, შესაბამისად მონაცემების კლება მოსალოდნელი არ არის. 

„ძალიან ბევრი საუბრის მიუხედავად, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა. 

ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა, ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს, უნდა დაიცვა ანუ მობილობა უნდა შეამცირო მაქსიმალურად და მეორეა ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ რეალურია“ - ივანე ჩხაიძე

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

⚫ დღეს საქართველო დამარცხებულია - ამას ჰქვია სამოქალაქო ომი“ - გიორგი ფხაკაძე