მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1638549508
COVID-19

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალ შტამზე, არსებულ ეპიდსიტუაციასა და პოსტკოვიდურ გართულებებზე ისაუბრა. 

ექიმის თქმით, რეგულაციები არ სრულდება და იზოლაციის წესები ირღვევა. 

ამასთან, ბუწაშვილი ამბობს, რომ  კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები და თავად კოვიდინფიცირებულები იზოლაციის წესებს არ იცავენ.

„რეალურად, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე. განსაკუთრებით საყურადღებოა გარდაცვლილების რიცხვი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია. 

ჯერჯერობით, პროგნოზების გაკეთება რთულია იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება დინამიკა, ჩვენ ზამთრის სეზონზე ვართ და ისედაც, რესპირატორული ვირუსების პრობლემა დგება ხოლმე ამ სეზონზე. ასევე, გარკვეულწილად, გვაშფოთებს გრიპის შესაძლო თანდართვა. გრიპთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გვაქვს მძიმე სიტუაცია, რათა მისი ერთეული შემთხვევებია. 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები და თავად კოვიდინფიცირებულებიც კი იზოლაციის წესებს არ იცავენ კარგად.

ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ კოვიდპასპორტი ფორმალობაა. მიეჩვია ყველა, რომ თუ დაარღვევენ რეგულაციებს, ჩამოაჭრიან ჯარიმებს და აქ დასრულდება. რეალურად კი გაუარესებულ ეპიდსიტუაციას მივიღებთ. რადგანაც დავაწესეთ კოვიდპასპორტი, უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა. 

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა, კორონავირუსის ახალ ვარიანტზეც გაამახვილა ყურადღება. 

„ომიკრონთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია მწირია. ამ ეტაპზე, პანიკა, რომ ეს ახალი შტამი რაღაც მონსტრია, ნაადრევია, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ცვლის ის პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას.

შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა, დანარჩენი ვიცით, რომ ევროპაში არის დაფიქსირებული, პანიკა, რომ ის არის მონსტრი, ჯერ უადგილოა. არ ვიცით როგორ და რამდენად გაურბის ვაქცინას და ბუნებრივ იმუნიტეტს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა. 

მაია ბუწაშვილი, პოსტკოვიდურ გართულებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სრულად უსიმპტომო ადამიანებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ რთული პოსტკოვიდური მდგომარეობა.

პოსტკოვიდური სინდრომით უამრავი ადამიანი იტანჯება და ეს შეიძლება წლამდე გაგრძელდეს, სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და ადამიანებს ურღვევს სიცოცხლის ხარისხს, ეს მოქმედებს მეხსიერებაზე, ასევე, რჩება ტემპერატურა და 37,5-მდე, ეს ჩვეულებრივი ამბავია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ფსიქოლოგიურად თრგუნავს ადამიანებს, რეალურად ორგანული დაზიანებები არ არის, სრულად უსიმპტომო ადამიანებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ რთული პოსტკოვიდური მდგომარეობა, არსებობს ვერსია, რომ ესეც აცრილებში მსუბუქად მიმდინარეობს“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „გადატანილი კოვიდი ვერ იცავს „ომიკრონისგან“, აიცერით“

⚫ რა უნდა იცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ 

 რა არის ომიკრონის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ „ნებისმიერი ახალი შტამი, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის საფრთხეს გვიქმნის“