მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერი ახალი შტამი, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის საფრთხეს გვიქმნის“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1638377795
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში, ბუსტერ დოზის გაკეთების ვადის შემცირებასა და კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა. 

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ახალი შტამი ქმნის საფრთხეს, დროის მცირე მონაკვეთი პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობა დაგროვდეს.

მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებულ შიშებს  მთელი მსოფლიო გრძნობს. 

„ნებისმიერ ახალი შტამი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა არავაქცინირებულებში სწრაფად გავრცელდეს გვიქმნის საფრთხეს, დროის მცირე მონაკვეთში მეტი პაციენტი დაგვიგროვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება. „ომიკრონთან“ დაკავშირებულ შიშებს და საფრთხეებს დღეს გამძაფრებულად გრძნობს მთელი მსოფლიო, თუნდაც იმუნიზაციის საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში ამიტომ ჩაინიშნა, რომ სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით გვემსჯელა სხვადასხვა თემაზე, იგივე ვაქცინაციის ბუსტერ დოზების მოდიფიცირება და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალი შტამის შეკავება, ამ შეკავების ღონისძიებებში: ვაქცინაცია, პირბადე, დისტანცია ყველა ფორმის შტამისა და ვარიანტისგან იცავს ადამიანს, ამაზე უნივერსალური ჯერ არაფერი არ არსებობს“, - აცხადებს კულუმბეგოვი. 

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა შეიცვალოს. 

„ბუსტერებთან მიმართებაში, ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით დიდი ალბათობით ხვალ-ზეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, შემცირდება ვადა, 18 წლის ზემოთ უნივერსალურად სამ თვემდე, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6-დან 5 თვემდე ჩამოვა ეს ვადა, რაც ასევე, მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მყარი და ძლიერი იმუნური პასუხით დახვდნენ თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის სურვილი აქვთ, მათ მაინც არ დავაკლოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნავს  ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC