მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის ომიკრონის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

კორონავირუსის შტამი ომიკრონი
1638392008
COVID-19

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ, - ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 

ექიმმა პაციენტების უმრავლესობაში შენიშნა სიმპტომი, რომელიც „დელტა“ ვარიანტისთვის დომინანტური არაა.

ის ამ შტამით ინფიცირებულ 30-მდე პაციენტს მკურნალობდა და დაადგინა, რომ მათში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.

კუტზის თქმით, თავის ტკივილი მსუბუქი ფორმით ვლინდება, ასევე, აღსანიშნავია ყელის ტკივილიც.

ამასთან, მის მიერ შესწავლილი პაციენტებიდან, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულებისგან განსხვავებით, არცერთს არ დაუკარგავს გემოს შეგრძნება ან ყნოსვა. გარდა ამისა, არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა ჟანგბადის დონის მკვეთრი ვარდნა.

მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი ვარიანტის შემთხვევაში, შესაძლოა, არსებული კოვიდვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს ომიკრონს „შემაშფოთებელი“ უწოდა.

კორონავირუსის ახალ ვარიანტში სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს:

⚫ პულსის აჩქარება

⚫ უკიდურესი დაღლილობა

⚫ უენერგიობა

⚫ მაღალი ტემპერატურა

ომიკრონს არ აღენიშნება:

⚫ გემოვნების დაკარგვა

⚫ ყნოსვის დაკარგვა

დელტა შტამის სიმპტომები:

🔴 ხველა

🔴 ცხელება

🔴 თავის ტკივილი

🔴 სურდო

🔴 ყელის ტკივილი

🔴 სუნის ან გემოვნების დაკარგვა 

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

📢 რამდენი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა აცრის შემდგომ - NCDC-ის ანგარიში

📢 იმუნური სისტემა ზოგჯერ ჩვენი მტერი ხდება - BBC

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 „აცრაზე უარის თქმა შეიძლება, ბავშვობის ტრავმებთან, მათ შორის ოჯახურ ძალადობასთან, კავშირში იყოს“ - ზაზა წერეთელი ბრიტანულ კვლევაზე

📢 „უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

📢„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

📢 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი - სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

📢 „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC