მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, ვინც კორონავირუსის აბებს პირველი მიიღებს“ - თენგიზ ცერცვაძე

მთავარი ინფექციონისტი
1640429443
COVID-19

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო აბებს, კერძოდ „პაქსლოვიდსა“ და „მოლნოპირავირს“  საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიიღებს. 

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტების მისაღებად მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზე დაიწყო. 

„მინდა საქართველომ იცოდეს, გარკვეულწილად ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ მედიკამენტის არსებობა საერთოდ არავინ იცოდა ან იცოდა ძალიან ცოტამ.

მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო. ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, „პაქსლოვიდი“ 89%-ითმ ხოლო Merck-ის პრეპარატი „მოლნოპირავირი“ - 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. 

ინფორმაციისთვის,  22 დეკემბერს FDA-მ „ფაიზერის“ კორონავირუსის სამკურნალო აბი  - „პაქსლოვისი“ გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა, ხოლო 24 დეკემბერს Merck-ის წარმოებული „მოლნოპირავირი“ დაარეგისტრირა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ჩინური ვაქცინები გამანეიტრალებელი ანტისხეულების საკმარის დონეს არ აწარმოებს“ - ზაზა წერეთელი

🔴  „მეექვსე ტალღის დაწყებას მობილობის გაზრდა დააჩქარებს“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴  „ჩინური ვაქცინები „პლაცებო“ ვაქცინებია და ომიკრონის წინააღმდეგ საერთოდ არაეფექტურია“ - გიორგი ფხაკაძე

🔴  FDA-მ „ფაიზერის“ კორონავირუსის სამკურნალო აბი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა