მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

CDC-ის დირექტორი
1639810532
COVID-19

„კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მომდევნო კვირების განმავლობაში, აშშ-ში დომინანტური შტამი გახდება“, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორის ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო, თუმცა უფრო მსუბუქად ან უსიმპტომოდ განვითარდა და მივიჩნევთ, რომ ეს ვაქცინის დაცვის გამოა. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ თავი Covid 19-ისგან დავიცვათ. ვაქცინები გვაქვს. გამაძლიერებელი დოზები გვაქვს“, - აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.

ვალენსკის თქმით, საავადმყოფოებში მოხვედრის საშუალო შვიდდღიანი მაჩვენებელი გაიზარდა დაახლოებით 4%-ით წინა კვირასთან შედარებით, ხოლო შვიდდღიანი საშუალო დღიური სიკვდილიანობა 8%-ზე მეტი იყო წინა კვირასთან შედარებით.

აგრეთვე წაიკითხეთ;

დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

„არის რამდენიმე რამ, რაც „ომიკრონზე“ არ ვიცით, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიცით, ცუდი ინფორმაციაა“ - კრის უიტი

„ომიკრონ“ ვარიანტის გამო საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს“ - ენტონი ფაუჩი

„ომიკრონი“ 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილში, რაც დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელია“ - ზაზა წერეთელი