მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილში, რაც დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელია“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1639634610
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე წერს.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად მრავლდება ვიდრე ორიგინალური და დელტა ვერსიები ქსოვილის ნიმუშებში.

მისი თქმით, დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელს შესაძლოა განაპირობებდეს ის, რომ ახალი ვარიანტი 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილებში. 

„გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ Omicron Covid-ის ვარიანტი 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური და დელტა ვერსიები ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც აღებულია ბრონქებიდან. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში დადგენილი ეს შედეგი ხელს შეუწყობს ამ შტამის სწრაფი გადაცემის ახსნას.

ჰონკონგის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, ასევე, დაადგინა, რომ ახალი ვარიანტი 10-ჯერ ნელა იზრდებოდა ფილტვის ქსოვილში, რაც ავტორების თქმით, შესაძლოა დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს.

მაიკლ ჩან ჩი-ვაიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა სამუშაოს, თქვა, რომ შედეგის ინტერპრეტაცია საჭიროა სიფრთხილით, რადგან მძიმე დაავადება განისაზღვრება არა მხოლოდ ვირუსის სიჩქარით რეპლიკაციით, არამედ ადამიანის იმუნური პასუხით და, კერძოდ, იმუნური სისტემის ფუნქციონირებით. სწრაფმა გამრავლებამ შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს იმუნური სისტემის მკვეთრი პასუხი და ეგრეთ წოდებულილ ციტოკინური ქარიშხალი.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უფრო მეტი ადამიანის დაინფიცირებით, ძალიან ინფექციურმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება და სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვირუსი შეიძლება იყოს ნაკლებად პათოგენური.

აქედან გამომდინარე, ბოლოდროინდელ კვლევებთან ერთად, რომლებიც აჩვენებენ, რომ „ომიკრონის“ ვარიანტს შეუძლია ნაწილობრივ გაექცეს იმუნიტეტს ვაქცინებისა და წარსული ინფექციისგან, „ომიკრონის“ ვარიანტის საერთო საფრთხე, სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით აუცრელი პოპულაციისათვის“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი