მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1639740759
COVID-19

„ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „ომიკრონის“ ვერაგობას გაუსვა ხაზი  და აღნიშნა, რომ ის სწრაფად ვრცელდება. 

„ომიკრონის“ ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე დელტა შტამი. საბედნიეროდ, დღეს არსებული მონაცემებით, „ომიკრონი“ სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

 „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მძლავრი ტალღა დაიწყება - ნათია გორდაძე

⚫ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით მაღალია - ივანე ჩხაიძე

⚫ „ომიკრონი“ 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილში, რაც დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელია“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონის“ შტამი მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება და გამოწვევების წინაშე გვაყენებს - სპეციალისტები