მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონ“ ვარიანტის გამო საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს“ - ენტონი ფაუჩი

 აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩი
1639717065
COVID-19

„კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი აშშ-ში დომინანტური, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება და ზამთარში მოსალოდნელია საავადმყოფოების გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი, ვინც გამაძლიერებელი დოზები მიიღეს, შედარებით კარგად იქნებიან დაცულნი, სულ მცირე, მძიმე დაავადებისგან.

„საქმე, შეიძლება, ძალიან ცუდი წავიდეს, განსაკუთრებით არავაქცინირებული ადამიანებისთვის. მჯერა, რომ ვაქცინირებულები და ისინი, რომლებიც ბუსტერ დოზით არიან აცრილები, შედარებით კარგად იქნებიან დაცული, ყოველ შემთხვევაში, მძიმე დაავადებისგან.  გრიპის, „ომიკრონისა“ და დელტას გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაიტვირთოს“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

მან აღნიშნა, რომ სანამ ომიკრონი ფართოდ გავრცელდება აშშ-ში, დელტას ვარიანტი უკვე იწვევს დაახლოებით 120,000 შემთხვევას და დაახლოებით 1,000 სიკვდილს დღეში, რაც კიდევ უფრო აუარესებს „ომიკრონის“ ზეწოლას.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, „ომიკრონი“ ვირუსის ყველაზე გადამდები ვარიანტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი