მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

სტელს-ომიკრონი
1642776983
COVID-19

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში ომიკრონის შტამი დომინანტური გახდა, მეცნიერებმა ამ შტამის ახალი, სუბშტამი BA.2 აღმოაჩინეს, რომელსაც „სტელს-ომიკრონის“ სახელი მიანიჭეს. ის დიდ ბრიტანეთში და დანიაში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com ავრცელებს. 

მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სტელს-ომიკრონი ომიკრონის ძირითად შტამზე უფრო გადამდებია და ის უფრო სწრაფად ვრცელდება.

„სტელს-ომიკრონის 53 შემთხვევა აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალ სუბშტამთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები ჩატარდება.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონს, იგივე B.1.1.529-ს სამი ძირითადი ქვეშტამი, BA.1, BA.2 და BA.3 გააჩნია. აქამდე ყველაზე გავრცელებული, BA.1 სუბშტამი იყო, მაგრამ ამჟამად გავრცელების სიჩქარით მას BA.2, ანუ სტელს-ომიკრონი ეწევა.

Statens Serum Institut-ის ინფორმაციით, BA.2 და BA.1-ის სუბშტამებს შორის ჰოსპიტალიზაციის მხრივ სხვაობა პრაქტიკულად არ არის.

ამავე თემაზე:

 „ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

„ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

„სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე