მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონის“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს - კვლევა

ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს
1642443571
COVID-19

Sheba სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონის“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს.

პროფესორი გილი რეგევ-იოხაი, ჰოსპიტლის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი ამბობს, რომ კვლევის შედეგები მხოლოდ წინასწარია, მაგრამ აღიარებს, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესია.

„ჩვენ ვხედავთ ანტისხეულების ზრდას. უფრო მაღალია, ვიდრე მესამე დოზის შემდეგ, თუმცა, ჩვენ ვხედავთ „ომიკრონით“ ინფიცირებულ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მეოთხე დოზა მიიღეს“, - აცხადებს პროფესორი  გილი რეგევ-იოხაი.

მისი თქმით, ვაქცინა შესანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის“ ის საკმარისად კარგი არ არის.

„ალბათ კარგი იდეაა, რომ მეოთხე დოზა მივცეთ უფრო მაღალი რისკის მქონე პირებს, მაგრამ შესაძლოა არსებული რეკომენდაციები შეიცვალოს მხოლოდ ხანდაზმულ ჯგუფებში“, - ამბობს გილი რეგევ-იოხაი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე