მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეინფიცირების თვალსაზრისით „ომიკრონი“ სრულად გამორჩეული მუტაციაა და დელტას შესაძლებლობებს აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1639645123
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ომიკრონი“ დელტას შესაძლებლობებს გაცილებით აღემატება. 

ჩხაიძის თქმით, 2 დოზა ფაიზერის ვაქცინა ეფექტიანი აღმოჩნდა საავადმყოფოში მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ ბუსტერ დოზა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ეფექტური იქნება. 

„სულ რამდენიმე საათის წინ სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნდა 78 ათასი პაციენტის შესწავლის შედეგი, რაც უკვე რეალურ სურათს გვაძლევს „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობის, მათ შორის ბავშვებში, სიმძიმის და ვაქცინების ეფექტურობის შესახებ. 

პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელია, „ფაიზერის“ ვაქცინა ეფექტურია 33% ინფიცირების შემთხვევების თავიდან აცილების, მაგრამ ძალიან მაღალი 70% მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით. 

შესაბამისად, 2 დოზა ფაიზერის ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა საავადმყოფოში მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ ბუსტერ დოზა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ეფექტური იქნება. 

ამ კვლევაში აღნიშნულია, რომ რეინფიცირების თვალსაზრისით „ომიკრონი“ სრულიად გამორჩეული მუტაციაა და გაცილებით აღემატება ყველასთვის საშიში დელტა ვარიანტის შესაძლებლობებს. 

როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს დელტა ან ალფა ვარიანტი და შემდეგ ინფიცირდება „ომიკრონის“ ვარიანტით, არის მაღალი რისკი. რეინფიცირებისგან დაცვა იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ძალიან დაბალია. 2 დოზა საკმარისია იმისათვის, რომ მძიმე შემთხვევებისგან თავი დავიცვათ“, - განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ივანე ჩხაიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

 „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაგვჭირდება“ - „ფაიზერის“ დირექტორი