მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1639824050
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „პირველი არხის“ ეთერში,  ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, რთული ეპიდემიური ვითარება შეიძლება მალე კიდევ უფრო დამძიმდეს.

„პირბადის არ ტარება და ხალხმრავალი თავშეყრები, ეს არის დიდი პრობლემა საქართველოში. ყველამ უნდა შევამციროთ კონტაქტების რაოდენობა. რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანთან უნდა გვქონდეს კონტაქტი დახურულ სივრცეში. ყველა ის უამრავი შემთხვევები, რომელიც დაფიქსირდა, გამოწვეული იყო დახურულ სივრცეში თავშეყრით. საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები, იმასთან დაკავშირებით რომ დახურულ სივრცეში 20-50 კაცი არ უნდა იკრიბებოდეს.  ეს არის გავრცელების ნომერ პირველი წყარო. „ომიკრონის“ გავრცელების გამო კი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - აცხადებს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე