მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტელს-იმიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 ვარიანტი - დანიური კვლევა

„სტელს-იმიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე  BA.1  ვარიანტი
1643659523
COVID-19

„სტელს-იმიკრონი“, რომელიც დანიაში სწრაფად გახდა დომინანტური, უფრო გადამდებია, ვიდრე „ომიკრონი“, - ამის შესახებ „როიტერი“ დანიურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევისას დადგინდა, რომ „სტელს-ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33%-ით უფრო მეტად აინფიცირებდნენ სხვებს,  ვიდრე „ომიკრონით“ ინფიცირებულები.

მსოფლიო მასშტაბით, „ომიკრონი“ იკავებს შემთხვევების 98%-ზე მეტს, მაგრამ მისი ქვევარიანტი სწრაფად გახდა დომინანტური შტამი დანიაში.

„ჩვენ ვასკვნით, რომ „სტელს-ომიკრონი“ არსებითად უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 და მას, ასევე, გააჩნია იმუნოევაზიური თვისებები, რაც კიდევ უფრო ამცირებს ვაქცინაციის დამცავ ეფექტს ინფექციის წინააღმდეგ“, - აღნიშნავენ მკვლევარები.

კვლევა, რომელიც ჯერ არ არის მიმოხილული, ჩაატარეს Statens Serum Institut-ის (SSI), კოპენჰაგენის უნივერსიტეტის, დანიის სტატისტიკის და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა.

„თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი „სტელს-ომიკრონით“ ინფიცირებულ პირთან, გაქვთ 39% ალბათობა, რომ დაინფიცირდეთ შვიდი დღის განმავლობაში. თუ თქვენ დაგემართათ BA.1, დაინფიცირების ალბათობა არის 29%“, - აღნიშნავს კვლევის ავტორი ფრედერიკ პლესნერი.

BA.2 შემთხვევები, ასევე, რეგისტრირებულია შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე დანიაში, სადაც ის შეადგენს შემთხვევების დაახლოებით 82%-ს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე

🔘 „ივერმექტინი“ ეფექტიანია „ომიკრონ“ ვარიანტის სამკურნალოდ - იაპონიის ფარმაცევტული კომპანია

🔘 „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

🔘 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი