მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“?

არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“
1642960386
COVID-19

„სტელს-ომიკრონი“-ის ზუსტი მახასიათებლების გასარკვევად კვლევები მიმდინარეობს. შემთხვევები გაიზარდა,  მათ შორის ინდოეთში, დანიასა და შვედეთში. BA.2  პირველი გამოჩნდა საფრანგეთში რამდენიმე კვირის წინ.

საიდან მოდის „სტელს-ომიკრონი“

BA.2 პირველად იდენტიფიცირებული იქნა ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში 2021 წლის დეკემბრის ბოლოს. ეს არის ქვევარიანტი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოიშვა „ომიკრონის“ მუტაციიდან. თავად „ომიკრონი“ წარმოიშვა დელტას მუტაციისგან. BA.2-მა ყურადღება მიიპყრო დაავადებული ადამიანების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო.

BA.2-ს აქვს 20-ზე მეტი მუტაცია, მათგან დაახლოებით ნახევარი ცილოვან ცილაშია. ეს არის ცნობილი ცილა, რომელიც ურთიერთქმედებს ადამიანის უჯრედებთან და არის ვირუსის ორგანიზმში შეღწევის გასაღები.

არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“

„რამდენადაც  ამ მომენტში ვიცით, ის მეტ-ნაკლებად შეესაბამება იმ მახასიათებლებს, რომლებიც გვაქვს „ომიკრონის“ შესახებ. ეს არ არის თამაშის შეცვლა ამ ეტაპზე“, - აღნიშნავს ვერანი. 

BA.2 მჭიდროდ არის შესწავლილი სამეცნიერო საზოგადოების მიერ, მაგრამ ჯერ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ვაქცინებისადმი მისი წინააღმდეგობის ან Covid 19-ის შემთხვევების სიმძიმის შესახებ. მეცნიერები იწყებენ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკს, თუმცა სიფრთხილით.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ვირუსოლოგმა ტომ პიკოკმა ტვიტერში დაწერა, რომ ინდოეთიდან და დანიიდან ძალიან ადრეული დაკვირვებები ვარაუდობს, რომ BA.1-თან შედარებით სიმძიმის დრამატული განსხვავება არ არის. ეს მონაცემები უფრო მყარი უნდა გახდეს უახლოეს კვირებში.

ვირუსოლოგის ტომ პიკოკის თქმით, სავარაუდოდ, BA.1 და BA.2-ის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობაში მინიმალური განსხვავებები იქნება.

,,პირადად მე არ ვარ დარწმუნებული, რომ BA.2 არსებით გავლენას მოახდენს პანდემიის მიმდინარე  ტალღაზე. ეს ქვევარიანტი ხასიათდება სისწრაფით და დამკვიდრდა დანიაში“, - განაცხადა ფრანგმა ეპიდემიოლოგმა ანტუან ფლაჰომ.

რატომ უჭირს მეცნიერებს „სტელს-ომიკრონი“ აღმოჩენა

BA.2 გარკვეულ გამოწვევებს უქმნის მეცნიერებს, რადგან მისი თვალყურის დევნება ადვილი არ არის.

„დიდ ბრიტანეთში ტესტების ჩატარების მეთოდი არ გვაძლევს საშუალებას განვასხვაოთ BA.2 და დელტა“, - აცხადებს ბიოლოგი პარიზის ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ინსტიტუტიდან.

არსებობს უფრო ზუსტი, მაგრამ ნაკლებად ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტი ვარიანტების თვალყურის დევნისთვის: ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა. ეს საშუალებას იძლევა ქვევარიანტის ზუსტი არსებობის იდენტიფიცირებაში. თანმიმდევრობას, ასევე, აქვს  ნაკლი, რაც ნიშნავს, რომ ის არ არის შესაფერისი სწრაფად გავრცელებული ვარიანტის მონიტორინგისთვის.

სად არის „სტელს-ომიკრონი“ყველაზე მეტად დომინანტური

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს თქმით, დღემდე, ქვევარიანტი საფრანგეთში ძალიან დაბალ დონეზე იქნა აღმოჩენილი.

ეს ქვევარიანტი ხასიათდება სისწრაფით, დიდი რაოდენობით ვრცელდება აზიაში, დამკვიდრდა დანიაში.

„BA.2 სავარაუდოდ განაახლებს ეპიდემიას საფრანგეთში“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ანტონიო ფლაჰოლტმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთში, Covid 19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება და ეს ახალი ვარიანტი შეიძლება იყოს ინფიცირების ბოლოდროინდელი ზრდის სათავეში, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვაკვირდებით.

სამეცნიერო საბჭოს თქმით, აუცილებელია, ეპიდემიოლოგიურ-კლინიკური ზედამხედველობის სისტემებს ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალიან სწრაფად განსაზღვრონ ახალი ვარიანტის მახასიათებლები.

,,BA.2-ის  სიმძიმე შედარებულია „ომიკრონის“ კლასიკურ შემთხვევებთან. საჭიროა სიფხიზლე და არა პანიკა", - აცხადებენ სპეციალისტები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება